უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა [PHOTO, VIDEO]

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა
Георгій Коваленко

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა. წმიდა სინოდის დადგენილებით, ზიარების დროს საკურთხეველში მღვდელი პურის ნაჭრებს ღვინით დაასველებს და თითოეულ მორწმუნეს სათითაოდ ხელში ჩაუდებს, მაზიარებელი კი მას მღვდლის თანდასწრებით მიიღებს. 

როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ლეონ გელოვანი წერს, მღვდელმა ზიარების დაწყებამდე კიდევ ერთხელ უნდა დაიბანოს ხელები. 

"ასევე ამ წესით ზიარებისას არ ხდება პირის მოწმენდა ბაღდადით,"- წერის მამა ლეონი. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი მღვდელმსახური გეორგი კოვალენკო ზიარების ახალი წესით შესრულების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად რელიგიურმა ორგანიზაციების ნაწილმა თავისი რიტუალები ნაწილობრივ შეცვალეს. 

მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თითოეული ადამიანის ზიარების შემდეგ კოვზს სპირტით გაწმენდენ.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქო კვლავ უარს ამბობს, შეცვალოს ზიარების წესი. ერთადერთი ცვლილება, რაც საპატრიარქომ მიიღო, ზიარების შემდგომი მისაყოლებლის ჭურჭლის ერთჯერადი ჭიქით შეცვლაა.

კომენტარები