Black Widow

ფილმის - Black Widow პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადაიდო

wallhere

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო კომპანიამ Disney ფილმის Black Widow პრემიერა გაურკვეველი ვადით გადადო. სურათი ეკრანებზე პირველ მაისს აღარ გამოვა. 

Black Widow მარველის კომიქსებისა და კინოსამყაროს ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟის შესახებ გადაღებული პირველი სოლო ფილმია, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტის მიხედვით ნატაშა რომანოვი - შავი ქვრივი სამშობლოში ბრუნდება, რომ წარსულის აჩრდილებს გაუმკლავდეს.

კომენტარები