კორონავირუსი

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია 98 პირი

The Insurance Journal

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში გამოვლენილია ინფიცირების 98 შემთხვევა. ორი დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, თურქეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები