აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

McMaster University

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა, სულ კი ვირუსით 6,524 ადამიანი დაინფიცირდა.

რაც შეეხება მსოფლიოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 200 ათასს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 82,779, ხოლო გარდაიცვალა 7,989 პირი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინის რეჟიმში 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81.

კომენტარები