კორონავირუსი

ყირგიზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: Johns Hopkins Medicine

ყირგიზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  

როგორც ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ინფიცირებული სამი პირი ქვეყანაში საუდის არაბეთიდან შევიდა. ვირუსის დადასტურებამდე ერთი დღით ადრე, მთავრობამ ქვეყანაში უცხოეთის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.  

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 199 117 შემთხვევაა დადასტურებული. გაირდაიცვალა 7 992 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 782. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. WHO-ს დირექტორის თქმით, პანდემიის ეპიცენტრად ევროპა იქცა, უფრო მეტი ახალი შემთხვევით, ვიდრე ეს ჩინეთში იყო ეპიდემიის პიკის დროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები