ტიკარაძე: ახალი 4 პაციენტი განეკუთვნება ჩვენთვის ამ დრომდე ცნობილ კლასტერს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტის კლასტრი ცნობილია. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაურბა.

ტიკარაძის ცნობით, ახალი პაციენტებიდან 2 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი 2 კი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

"სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური დისტანცირება - ესაა ყველაზე ეფექტური ხერხი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ ვირუსის გავრცელება", - ამბობს ტიკარაძე.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები