ტიკარაძე: თუ ინფიცირების მაღალი მატება იქნება, გაიცემა რეკომენდაცია, სწავლა კიდევ გადავადდეს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სასწავლო პროცესის კვლავ გადადება დაკავშირებულია ვირუსის გავრცელებასთან. ტიკარაძის თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მატება იქნება, ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადავადდეს.

"რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით", - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაურბა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები