სახლში მკურნალობა

ტიკარაძე: კორონავირუსის მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტებს ექიმი სახლში მოემსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ექნებათ მსუბუქი ფორმები ექიმები სახლში მოემსახურებიან. 

"80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას," - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 38 შემთხვევა არის დადასტურებული. 1261 ადამიანი კარანტინშია.

კომენტარები