კორონავირუსი

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირების 200 000 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 82 800

Avshalom Sassoni/Flash90

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 200 000-ს გადაცდა. აქედან გარდაიცვალა 8009 ადამიანი (აქედან 3,237 - ჩინეთში, 2,503 - იტალიაში, 988 - ირანში) და გამოჯანმრთელდა - 82 800.

ინფიცირებული რჩება 109 000 ადამიანი, აქედან 6 400-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა "სერიოზული ან კრიტიკულია".

აქტიური შემთხვევიდან ყველაზე მეტი იტალიაში დასტურდება - 26,062. მას მოსდევს ესპანეთი - 10,265, ირანი - 9,792, გერმანია - 9,780 და ჩინეთი - 8,043.

ჯამურად დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია - 80,894. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 69,614 და დაიღუპა 3,237 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები