ახალი კორონავირუსი აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში დაფიქსირდა

Forbes

ახალი კორონავირუსი, COVID-19, უკვე აშშ-ის ყველა შტატში დაფიქსირდა. ბოლო შტატი, სადაც კორონავირუსი არ იყო დაფიქსირებული დასავლეთ ვირჯინია იყო, თუმცა პირველი შემთხვევა 17 მარტს გამოვლინდა.

ამჟამად აშშ-ში ვირუსით დაავადების სულ 6,524 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 116 ადამიანი.

ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ გამოაცხადა, რომ შესაძლოა ქალაქის მოსახლეობას სახლებში დარჩენის მითითება მისცენ და გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის, საკვების და სამედიცინო პრეპარატების საყიდლად დაუშვან. მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს სან ფრანცისკოს ყურეში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკის სტიმულაციისათვის სპეციალური ზომები დააანონსა. აშშ-ის სახაზინო მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით თუ კონგრესი ახალი ზომების მისაღებად სწრაფად არ იმოქმედებს, შესაძლოა უმუშევრობის დონე აშშ-ში 20%-მდე გაიზარდოს, რაც 2008 წლის კრიზისის დროს უმუშევრობის დონეზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ შესაძლოა თეთრმა სახლმა აშშ-ის არმია დაიხმაროს დროებითი, საველე საავადმყოფოების შექმნაში იქ, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კი თქვა, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტისათვის საკუთარი აღჭურვილობიდან 5 მილიონ სასუნთქ ნიღაბს და 2,000 სასუნთქ აპარატს გამოუყოფენ.

აშშ-ის 12 შტატში უვე დაიკეტა ბარები და რესტორნები. გადაიდო წმინდა პატრიკის დღეზე დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე ყველა სპორტული ღონისძიება.

აშშ-მა ერთი თვით უკვე შეაჩერა ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლა. ამერიკის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ აშშ-ში დაბრუნება. შეზღუდვა არ შეეხება ტვირთბრუნვას. მიმოსვლის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ აშშ და კანადაც.

კომენტარები