კორონავირუსი

GLASTONBURY 2020 კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება

0 კომენტარი
Glastonbury

Glastonbury-ის 2020 წლის ფესტივალი კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები ტომ იორკი, პოლ მაკკარტნი, კენდრიკ ლამარი, დაიანა როსი, ლანა დელ რეი და ტეილორ სვიფტი იყვნენ.

"ვწუხვართ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ეს არ იყო ჩვენზე დამოკიდებული", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ 135 000 ადამიანს, რომელსაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, ორი არჩევანი აქვთ: ან დაიბრუნონ ფული, რაც სექტემბერიდან გახდება შესაძლებელი, ან ფესტივალის ანგრიშზე გადაიტანონ და უკვე ნაყიდი ბილეთით 2021 წლის გლასტონბერის დაესწრონ.

ჯერ კიდევ 6 დღის წინ, ორგანიზატორი ემილი ეავისი იმედოვნებდა, რომ წლევანდელი ფესტივალი მაინც შედგებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ხალხს მოუწოდა, რომ მასობრივი შეკრებები თავიდან აირიდონ, ორგანიზატორებს ფესტივალის გაუქმება მოუწიათ.

Glastonbury-ის 2020 წლის ფესტივალი 24 ივნისიდან 28 ივნისამდე უნდა ჩატარებულიყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები