Cavea

კინოთეატრების ქსელი Cavea დროებით დაიკეტა

ტაბულა

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კინოთეატრების ქსელი Cavea ახალი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დროებით დაიკეტა.

ამ ეტაპზე უცნობია როდის აღდგება კინოსეანსები. დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე კინოთეატრების შენობებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 200,599 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 82,981 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 8,016.

რაც შეეხება საქართველოს, 18 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 38 ადამიანი.  

 

კომენტარები