ლგტქ

კორონავირუსის გამო ტრანსგენდერების დასახმარებლად facebook-ზე სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა

0 კომენტარი
ფოტო: Wikipedia

ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებლად ფეისბუქზე სოლიდარობის ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფის მიზანია, კორონავირუსის ფონზე შექმნილი ვითარების გამო, შეგროვდეს თანხა, რომელიც თანაბრად გადაუნაწილდებათ ტრანსგენდერ ადამიანებს ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების შესაძენად.

"ჯგუფი შექმნილია ვირუსის პანდემიის დროს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ტრანსგენდერების დასახმარებლად. გეცოდინებათ, რომ მათ უმეტესობას მძიმე პირობებში, ღამით, გარეთ, სიცოცხლის ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევდათ მუშაობა თავის გადასარჩენად. საზოგადოებაში არსებულმა ტრანსფობიამ და სოციალურმა გულგრილობამ ისინი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დატოვა. მიმდინარე პანდემიისა და იზოლაციის ფონზე ჩვენს ტრანსგენდერ მოქალაქეებსა და მეგობრებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. მოგიწოდებთ გავერთიანდეთ და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ, რომ რამდენიმე თვით, სანამ გარეთ ვირუსი მძვინვარებს, მათ შეძლონ ბინის ქირის დაფარვა, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო პირველადი საშუალებების მომარაგება," - წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

BoG: GE10BG0000000131421565

TBC: GE67TB7937145063600042

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები