პირბადეების წარმოება

თურნავა: ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი პირბადეების დამზადებას ვიწყებთ

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, შეიმუშავეს პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება დაიწყება. 

მინისტრის თქმით, პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, „აჭარა ტექსტილია“. მისივე თქმით, დღეისთვის პროგრამაში უკვე ჩართულია ათამდე სამკერვალო საწარმო და რამდენიმე კომპანია, რომელიც პირბადეების დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს ახორციელებს.

„ადგილზე გვაქვს ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირბადეების პირველი პარტიის წარმოება მოხდეს. პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, ვისაც დღეს პირბადეები ყველაზე მეტად სჭირდება და სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, უფრო ხშირი შეხება აქვს სხვა ადამიანებთან“, - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საუბარია მრავალჯერად პირბადეებზე, რომელსაც გამოყენების სპეციალური ინსტრუქცია ექნება.

კომენტარები