კორონავირუსი საქართველოში

აშშ-ის საელჩო COVID-19-თან საბრძოლველად სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას აცხადებს

https://it.usembassy.gov/our-relationship/dcm/_nik7874a/

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, საქართველოში ამერიკის საელჩო, USAID Georgia-ს დახმარებით, სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას აცხადებს, სახელწოდებით ACT NOW. 

საელჩოს ინფორმაციით, პროგრამა იმ ადგილობრივ ორგანიზაციებს დაეხმარება, რომლებიც:

  • მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;
  • აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;
  • ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;
  • მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ.

საელჩოს განცხადებით, გრანტების რაოდენობა $500-დან $5 000-მდეა და 3-დან 7 დღის განმავლობაში გაიწერება.

"ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში,"- წერია განცხადებაში. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთა შორისაც ერთი გამოჯანმრთელებულია. 

კომენტარები