კორონავირუსის გამო, 10 მარტიდან მთელი იტალია კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. კვირაზე მეტია, ქვეყნის ტურისტული ქალაქები დაცარიელდა, სავაჭრო დაწესებულებებიდან იტალიაში მხოლოდ აფთიაქები და სუპერმაკეტები მუშაობს. ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, სახლებში დარჩეს.
დაცარიელებული ვენეციის ქუჩები შვედმა ფოტოგრაფმა კატარინა როტფელმა გადაიღო და ტაბულას მიაწოდა.