თურქეთში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ვირუსს 61 წლის კაცი ემსხვერპლა.
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 93 შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 191-ს მიაღწია.
კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, თურქეთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.
გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.