მეთიუ მაკკონაჰი

მეთიუ მაკკონაჰი გამამხნევებელ ვიდეოს ავრცელებს

Sheknows

მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.

"სალამი, მოდით ამ გიჟურ დროში ერთმანეთზე ვიზრუნოთ. ნუ ჩავეშვებით და ნუ გავხდებით პარანოიკები, გამოვიჩინოთ ყურადღება და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ახლობლების უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. კორონავირუსი მტერია, რომელსაც არ გააჩნია სახე, რასა, სქესი, რწმენა და პოლიტიკური შეხედულებები. და ვთანხმდებით იმაზე რომ ამ მტერს დავამარცხებთ. ჩვენ გვსურს მისი დამარცხება და ამას ვიზამთ კიდეც. როდესაც ადამიანები გადაადგილებას დაიწყებენ და ეკონომიკა აღსდგება, მწვანე შუქი ჩაანაცვლებს წითელს. მე მჯერა რომ მწვანე შუქი იმ ფასეულობებზე იდგება, რომლებსაც ახლა ჩამოვაყალიბებთ. ეს ფასეულობებია - პატიოსნება, სიკეთე, პასუხისმგებლობა, სიმტკიცე, პატივისცემა და სიმამაცე. ამ ფასეულობების გათავისება დღესვე უნდა დავიწყოთ, შესაძლოა ვირუსი გახდეს მიზეზი ისეთი ერთობისა, როგორიც აქამდე არ გვქონია,"-ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი.

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 219,491 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 85,827 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 8,977.

კომენტარები