"დავამარცხოთ ვირუსი", - იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში COVID 19-თან ბრძოლისთვის 50 000€ გადარიცხა

"დავამარცხოთ ვირუსი", - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსთან საბრძოლველად კამპანია წამოიწყო.

AC მილანის ფეხბურთელმა, რომელიც გუნდში ლოს ანჯელეს გალაქსიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, 50 000 ევრო უკვე გაუღო და კამპანიაში ჩართვისკენ სხვა ფეხბურთელებსაც მოუწოდა.

"იტალია ყოველთვის ძალიან ბევრს მაძლევდა. მე მინდა, უფრო მეტი დავუბრუნო იმ ქვეყანას, რომელიც ასე მიყვარს. მე ჩემი კოლეგების იმედი მაქვს, ყველა პროფესიონალი ათლეტის და ყველა იმის, ვისაც სურს, მცირე თანხა გაიღოს, შეიტანოს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე - ერთად ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, გვერდში დავუდგეთ საავადმყოფოებს, ექიმებს, მედდებს, რომლებიც თავგანწირულად მუშაობენ ჩვენი სიცოცხლეების გადარჩენაზე. დღეს ჩვენ დავეხმარებით მათ. მოდით, ერთად დავამარცხოთ ვირუსი და მოვიგოთ ეს მატჩი. და გახსოვდეთ: თუ ვირუსი არმიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან", - თქვა მან.

ვეტერანი ფეხბურთელის მიმართვიდან 24 საათში უკვე შეგროვდა 109 650 ევროზე მეტი.

იტალია ახალი კორონავირუსით ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 35 713 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 978 ადამიანი. გამოჯანმრთელდა - 4 025.

კომენტარები