ხალხისგან ცარიელია ქალაქი, რომელსაც "არასდროს სძინავს".
ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, მსოფლიო მეგაპოლისის, ნიუ-იორკის დატვირთულ ქუჩებში ხალხის ნაკადები საგრძნობლად შემცირდა.
მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ახალი ვირუსის გავრცელებამ იმატა, ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ მოსახლეობას სახლში, თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდ.
18 მარტის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 532 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ქალაქში 1,871 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 11 ადამიანი.