კორონავირუსი

მერკელი გერმანელებს: ვირუსთან ბრძოლა ომის დროის სოლიდარობას მოითხოვს

ანგელა მერკელი
Axios

19 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის ყველა მოქალაქეს დაჟინებით მოუწოდა, რომ წესების დაცვით, პირდაპირი სოციალური კონტაქტის შემცირებით, ახალი დაინფიცირების რაც შეიძლება მეტად თავიდან ასარიდებალად, ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ - "ეს სერიოზულია. სეროზულად მიიღეთ ეს. არც გერმანიის გაერთიანების შემდეგ, არა, არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არ მდგარა გამოწვევა, სადაც ჩვენ საყოველთაო სოლიდარობაზე ამდენი ყოფილიყო დამოკიდებული".

მერკელმა არსებულ მდგომარეობას ისტორიული გამოწვევა უწოდა, რომლის მართვაც მხოლოდ ერთად შეეძლოთ - "მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვალთ. მაგრამ, რამდენად დიდი იქნება მსხვერპლი? რამდენ საყვარელ ადამიანს დავკარგავთ? დიდწილად, პასუხი ჩვენს ხელშია."

მან მოსახლეობას მოუწოდა ჭორებისთვის არ მოესმინა და მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გაეზიარებინა.

მერკელის განაცხადებით, მას კარგად ესმოდა, რომ გადაადგილების თავისუფლების აკრძალვა ბევრი გერმანელისთვის რთულად მისაღები იყო, თუმცა, მან ყველა მოქალაქეს მოუწოდა, გაეღოთ თავიანთი წილი, რათა დაავადების გავრცელება შეეჩერებინათ.

"ჩვენ შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ ბიზნესმენებს და მუშებს ამ რთულ და გამოსაცდელ დროს დაეხმარებათ," - აღნიშნა მან.

გარდა ყოველწლიური საახალწლო მიმართვისა, მერკელის 15-წლიანი კანცლერობის დროს ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მან ქვეყანას მიმართა.

გერმანიამ ქვეყნის 16 ფედერალურ მიწას მოუწოდა სკოლები აღდგომის არდადეგების დასრულებამდე დაეხურა. სურსათის მაღაზიების, საცხობების, აფთიაქების და სხვა საჭირო მაღაზიების გარდა, სხვა ყველა მაღაზია დაიკეტა.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვიელერმა განაცხადა, რომ თუ გერმანია რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანებს შორის კონტაქტს არ მართავდა, მაშინ შესაძლებელი იყო ქვეყანაში 10 მილიონამდე პირი დაინფიცირებულიყო.

ამჟამად გერმანიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 12 327 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 28 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსი 219 427 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 8 946, გამოჯანმრთელებულია 84 153.

კომენტარები