რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება COVID-19-ით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა [video]

რიო-დე-ჟანეიროში, კრისტო-რედენტორი, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, სოლიდარობის მიზნით, ახალი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა.

18 მარტის მონაცემებით, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით იფიცირების 529 შემთხვევა დადასტურდა. COVID-19-ით გარდაიცვალა 4 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 221,926-მდე გაიზარდა, აქედან 85,791 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8,999 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ლაბორატორიულად დადასრტურებული COVID-19-ის 40 შემთხვევა აღირიცხა.

კომენტარები