ხერხი

ახალი ხერხის პრემიერა კორონავირუსის გამო გადაიდო

IMDB

კინოსტუდიამ Lionsgate მაისში დაგეგმილი ხერხის პრემიერა ახალი კორონავირუსის გამო გადადო. რელიზის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

საშინელებათა ჟანრის ფრენჩაიზის რიგით მეცხრე ნაწილში მთავარ როლს კრის როკი ასრულებს. ფილმის სრული სახელია Spiral: From The Book of Saw.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო არაერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერის პრემიერა გადაიდო - No Time To Die, Mulan, Fast and Furious, Black Widow. 

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 227,489 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 86,185 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 9,280.

 

 

კომენტარები