ეკონომიკა

Fitch-მა 2020 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-მდე შეამცირა

Kirill Kudryavtsev / AFP / Getty Images

ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch-მა მიმდინარე წელის რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრა. წინა პროგნოზი სააგენტომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, მაშინ რუსეთში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო ნავარაუდები, განახლებული პროგნოზი კი 1%-ია. 

"2020 წლის პირველ ნახევარში ჩვენ ეკონომიკური ზრდის საგრძნობ შენელებას ვვარაუდობთ, რადგან ნავთობზე ფასების შემცირება, რუბლის გაუფასურება და რუსეთში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის კლება ინვესტიციების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

ზრდის პროგნოზის შემცირებას სააგენტო შემდეგი მიზეზებით ხსნის:

  • ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი საგრძნობი შენელება;
  • გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური სურათი;
  • გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება.

Fitch-მა, ასევე, შეამცირა ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი. განახლებული პროგნოზით ნავთობის საშუალო წლიური არა 62 დოლარი, არამედ 40 დოლარია. ნავთობის ფასის 50 დოლარამდე ზრდას სააგენტოში მომავალი წლისთვის პროგნოზირებენ.

ამასთანავე, პროგნოზში აღნიშნულია, რომ წლის მეორე ნახევრიდან რუსეთის ეკონომიკას გააქტიურებას პროგნოზირებენ. გაუმჯობესებული პროგნოზი ძირითადად მთავრობის მიერ დაანონსებულ გეგმას უკავშირდება, რომლის მიხედვით კაპიტალური პროექტებში ინვესტირება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაიგეთ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკაში ყოველდღიური მიმოხილვიდან.

კომენტარები