კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 000-ს გადაცდა, გამოჯანმრთელდა 88 465 ადამიანი

Shutterstock

20 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 000-ს გადაცდა, გამოჯანმრთელდა 88 465 ადამიანი. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 245,912-ია. 

კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა - 3,405. ამ მაჩვენებლით იტალიამ 19 მარტს ჩინეთს გადაუსწრო, რომელსაც ამ დრომდე ყველაზე მეტი დაღუპული - 3,248 - ჰყავდა. გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილზეა ირანი (1,284), მას მოსდევს ესპანეთი (831) და საფრანგეთი (372).

ინფიცირებულთა რაოდენობით კი, პირველ ადგილზე კვლავ ჩინეთია - 80,967 პაციენტი. მას მოსდევს იტალია - 41,035, ირანი - 18,407, ესპანეთი - 18,077 და გერმანია - 15,320 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები