ხანძარი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონი დაიწვა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შუახნის ასაკის კაცი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

მათივე ინფორმაციით, ერთი ვაგონი სრულად დაიწვა და ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. 

კომენტარები