კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა

პარლამენტი

კორონავირუსის გამო, საქართველოს პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge.

"ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში. ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას" - აცხადებს საქართველოს პარლამენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები