კორონავირუსი

ჩინეთში ორი დღის განმავლობაში COVID-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ დადასტურებულა

Lintao Zhang/Getty Images

ჩინეთში 18 და 19 მარტს კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი არ დადასტურებულა. ეს კორონავირუსის პანდემიიდან დღემდე პირველად ხდება. 

ჩინეთში 19 მარტს COVID-19-ის 39 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში ინფიცირებული უცხოეთიდან ქვეყანაში შესული პირი იყო. დადასტურდა გარდაცვალების 3 შემთხვევა. 

ახალი შემთხვევები არ დაუდასტურებიათ ჰუბეის პროვინციაში, იქ, სადაც პანდემიის ეპიცენტრი იყო.  

ჩინეთში, "მეორე ტალღის" ასაცილებლად, ადამიანებისთვის, ვინც უცხოეთიდან ბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის გავლის შესახებ წესები გამკაცრდა.  

ყველა პირს, ვინც პეკინში უცხოეთიდან შევა, კარანტინში გადაიყვანენე. მანამდე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ. 

ჩინეთში კორონავირუსით 80 967 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 71 150 პირი. გარდაიცვალა 3 248.

კომენტარები