თაღლითობა

დააკავეს კაცი, რომელმაც სცადა, სოციალურად დაუცველისთვის ფული მოტყუებით გამოეძალა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი დიდი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დაეხმარებოდა.

ბრალდებულმა მოქალაქეს 4 500 აშშ დოლარი მოსთხოვა, წინასწარ კი 3 900 აშშ დოლარი გამოართვა. ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები