ნეტფლიქსი

ნეტფლიქსი 30 დღის განმავლობაში ევროპაში სტრიმინგის ხარისხს გააუარესებს

Netflix

ნეტფლიქსი 30 დღის განმავლობაში ევროპაში სტრიმინგის ხარიხს გააურესებს, რათა ინტერნეტის გადატვირთვის რისკი შეამციროს, რომელიც კორონავირუსის გამო ადამიანების მასიურად სახლში ყოფნით არის გამოწვეული.

მაგალითისთვის, ის ვიდეოები, რომლებსაც მაყურებელი HD ფორმატში უყურებდა, შემდეგი ოცდაათი დღის განმავლობაში SD ფორმატში იქნება. ასევე, მცირდება 4k რეზოლუციის ვიდეოების ხარისხიც.

შემცირების ხარჯზე ნეტფლიქსი 25%-ით ნაკლებ მონაცემებს [Data] დახარჯავს.

კომპანიამ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამისკენ მათ ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა მოუწოდა.

"გადაიყვანეთ ვიდეოები სტანდარტულს ხარისხზე, როდესაც HD [მაღალი გამოსახულება] არ არის საჭირო", - თქვა ბრეტონმა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ევროკომისარს ნეტფლიქსის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ინტერნეტის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, ისინი ვიდეოების ხარისხს გააუარესებდნენ.

კომენტარები