კორონავირუსი საქართველოში

ექიმი: 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გუშინ მოიყვანეს, საკმაოდ მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლელა ტურძელაძის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებულილ 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გუშინ მიიყვანეს, საკმაოდ მძიმეა.

ექიმი ამბობს, რომ მას სუნთქვის გამოხატული მწვავე უკმარისობა აქვს.

რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ სხვა დაინფიცირებულ პაციენტებს, ტურძელაძე ამბობს, რომ ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც 13 მარტს მიიყვანეს კლინიკაში საშუალო სიმძიმის არის, თუმცა მიყვანისას მძიმე მდგომარეობა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

მისივე თქმით, გაუმჯობესებულია 17 მარტს შეყვანილი ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონა ვირუსის 43 დადატურებული შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. 1575 ადამიანი არის კარანტინში. 

კომენტარები