კორონავირუსი

იუსტიციის სახლი: თვითიზოლაციის წესის დამრღვევ პირებს არ მოვემსახურებით

იუსტიციის სახლი
flickr.com

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მათ, ვინც თვითიზოლაციის წესებს არღვევს, არ მოემსახურებიან.

"გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება", - წერია განცხადებაში.

იუსტიციის სახლი უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში და არ მიმართონ იუსტიციის სახლებს.

იურსტიცის სახლი მათ, ვინც თვითიზოლაციაში არიან სთავაზობს, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს დაუკავშირდნენ. 

"შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, როს გამოც დროებით მუშაობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა, ასევე 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი", - წერია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო შსს-ს თანამშრომლებმა იძულებით კარანტინში ჯამში 127 ადამიანი გადაიყვანეს. 

საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევაა გამოვლენილი. 

კომენტარები