კორონავირუსი

Lost-ის ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა

En24

მსახიობ დენიელ დეი კიმს, რომელმაც სერიალით Lost გაითქვა სახელი, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. 

51 წლის ვარსკვლავმა Twitter-ზე ათწუთიანი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. კიმი ნიუ-იორკში სერიალის New Amsterdam გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო გადაღებები გადაიდო.

სახლის გზაზე მსახიობმა სისუსტე იგრძნო, რამდენიმე დღის განმავლობაში სიმპტომებმა იმატა და კიმმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, პასუხი დადებით აღმოჩნდა. მიმართვაში მსახიობმა გაიხუმრა: "ვფიქრობ, სასიამოვნოა ტომ ჰენკსისა და იდრის ელბას დონის მსახიობებთან ერთად რომ გახსენებენ".

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 249,081 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 88,524 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 10,060.

კომენტარები