კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში მოათავსებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს კარანტინში მოათავსებენ. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ტიკარაძის თქმითვე, გაიზარდა ნაკადები სახმელეთო საზღვრებზე და ამის გამო მიიღეს დავალება, რომ საზღვრებთან მოეწყოს საკარანტინე ზონები. 

"ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები," - ამბობს ტიკარაძე.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. კერძო და საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეძლებისდაგვარად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. 

დღეიდან დაიკეტა ყველა სავაჭრო სივრცე, აფთიაქების და მარკეტის გარდა. ასევე მუშაობას აგძელებენ ბანკები და ფოსტა.

კომენტარები