კორონავირუსი საქართველოში

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, თუ საეჭვო სიმპტომები აქვთ - მინისტრის რეკომენდაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ აქვთ საეჭვო სიმპტომები ან ეჭვი კორონავირუსით დაინფიცირებაზე. 

მისი თქმით, პირველ რიგში მოქალაქემ უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.

"ყველზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება ეპიდემიოლოგების მხრიდან, არის თუ არა ეს კავშირი საეჭვო და საჭიროებს თუ არა ჰოსპიტალიზაციას," - ამბობ ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამის შემდეგ მოქალაქეს დაუკავშირდებიან სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი საავადმყოფოში გადაყვანისა და ტრანსპორტირების შესახებ. 

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას სიახლეც გააცნო, მისი თქმით, მოქალაქეების მიმართვიანობის ნაკადი ძალიან გაიზარდა და ამის გამო გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება "ემერჯენს-ცენტრი", სადაც მიიღებენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ ექიმი და შემდეგ გადაანაწილებენ საჭროების შესაბამისად.  

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 43 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. კერძო და საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია, რომ შეძლებისდაგვარად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. 

დღეიდან დაიკეტა ყველა სავაჭრო სივრცე, აფთიაქების და მარკეტის გარდა. ასევე მუშაობას აგძელებენ ბანკები და ფოსტა.

კომენტარები