კომუნალური გადასახადები

ევსაქები საპენსიო შენატანის ნაცვლად 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგებას მოითხოვენ

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო მოითხოვს, მომდევნო რვა თვის მანძილზე სახელმწიფომ შეაჩეროს საპენსიო შენატანი და გამოთავისუფლებული ფულით 120 ლარიანი საყოველთაო კომუნალური ვაუჩერები დაარიგოს.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ გზით სახელმწიფოს 130 მილიონი ლარი გამოუთავისუფლდება, რაც ეყოფა 120 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ყველა იმ ოჯახისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს არ აჭარბებს.

"საკითხი, რომელიც აქამდეც აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, კომუნალური გადასახადები, დღეს გახდა კიდევ უფრო აუტანელი.

ადამიანებმა არ იციან, როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადი," - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ევროპული საქართველოს ინიციატივას ორი რამ გამოარჩევს - საყოველთაოობა და "მკაფიო დაფინანსების წყარო".

"არც ერთი ინიციატივა არ არის ღირებული, თუ არ აქვს მკაფიო დაფინანსების წყარო. საპენსიო შენატანში რვა თვის შეჩერებით, იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. 130 მილიონი ლარი არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც ყველა ოჯახზე საქართველოში შეიძლება, გაიცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ იმ ათასობით საშუალო კლასის ოჯახს, რომლებიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და ვინც არ იცის, ხვალ ექნება თუ არა სამსახური." - აცხადებს ბაქრაძე.

კომენტარები