ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა ახალი საავადმყოფოს აშენების ბრძანება გასცა, ქვეყანაში COVID-19-ის არსებობას უარყოფს

კიმ ჩენ ინი
AP

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი თანამედროვე საავადმყოფოს აშენების ბრძანება გასცა, პარალელურად კი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

17 მარტს ქვეყნის სახელმწიფო მედიამ კიმის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ აუცილებელია აშენდეს ახალი საავადმყოფო, რათა ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვან და გააუმჯობესონ.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პარტიის ღირსეულ განზრახვას, გახადოს ჩვენი სოციალისტური ჯანდაცვის სისტემა ადამიანებზე ორიენტირებული, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას აიღებს, დაიცვას ყველა ადამიანის სიცოცხლე და ხელი შეუწყოს მათ ჯანდაცვას. ჩვენ ყველა ერთად, უპირობოდ უნდა ვეცადოთ, ეს პროექტი პარტიის დაარსებიდან 75 წლის იუბილესთვის დავასრულოთ." თქვა მან.

მმართველმა მუშათა პარტიამ განაცხადა, რომ ეს პროექტი დიდი ხანია განიხილება და პარტია იყო თვითკრიტიკული, რადგან ქვეყნის დედაქალაქშიც კი საკმარისად კარგი და თანამედროვე სამედიცინო სერვისი არ არსებობდა.

სამხრეთ კორეული მედიის მიხედვით კი ჩრდილოეთ კორეაში კორონა ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების ბევრი შემთხვევაა. Daily NK-ს მიხედვით მიმდინარე წლის დასაწყისში ვირუსით დაავადების შემდეგ ჩრდილო კორეელი 180 ჯარისკაცი დაიღუპა, 3,700 კი კარანტინში მოათავსეს. Yonhap - ის მიხედვით კი, კარანტინში, დაახლოებით 10 000 ადამიანი იყო.

ჩრდილოეთ კორეა ამ ინფორმაციას უარყოფს. მიმდინარე თვის დასაწყისში ქვეყნის სახელმწიფო გაზეთი Rodong Sinmun წერდა: "ინფექციურ დაავადებას ჯერ არ შემოუღწევია ჩვენს ქვეყანაში".

ჩრდილოეთ კორეის განცხადება ქვეყანაში ვირუსის არ არსებობასთან დაკავშირებით, ექსპერტებში ეჭვს იწვევს, რადგან ქვეყანას, როგორც ჩინეთთან აქვს საზღვარი და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა. მკაცრი ეკონომიკური სანქციების პირობებში ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40% საკვებიც დეფიციტს განიცდის და მოწყვლადია სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რაც კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მათ რისკჯგუფად აქცევს.

ამჟამინდელი მონაცემებით სამხრეთ კორეაში კორონა ვირუსით 8,652 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილი კი 94. ჩინეთში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 80,967-ა, გარდაცვლილი კი 3,248.

კომენტარები