კორონავირუსი და ეკონომიკა

WSJ: ჯანმრთელობის დაცვა ეკონომიკის ხარჯზე არც ერთ საზოგადოებას შეუძლია

Traders work at their desks in front of the the DAX board at the Frankfurt stock exchange
Michael Leckel / REUTERS

Wall Street Journal აქვეყნებს სარედაქციო წერილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მომდევნო თვეებში იზოლაციის გაგრძელდება აშშ-ის ეკონომიკას უმწვავეს დარტყმას მიაყენებს, რისი დაბალანსების რესურსიც სახელმწიფოს არ გააჩნია.

"ფინანსურმა ბაზრებმა ხუთშაბათს ვარდნა შეწყვიტეს, მაგრამ არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ეკონომიკური გასაჭირი დასრულდა. თუ მთავრობის ნაბრძანები შეჩერება მომდევნო ერთ ან ორ კვირაზე მეტ ხანს გასტანს, სამუშაო ადგილების დაკარგვისა და გაბანკროტების ადამიანური ხარჯი ბევრად გადააჭარბებს იმას, რასაც ამერიკელების უმეტესობა ელის."

როგორც წერილშია ნათქვამი, სწორი მოქმედებების გარეშე არსებულ კრიზისს შეუძლია, 2008-2009 წლების მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი დაჩრდილოს.

"ამ ეროვნული მასშტაბის შეჩერების ხარჯი ყოველ საათში იზრდება, არ ვგულისხმობთ მხოლოდ მთავრობის ხარჯებს. ვგულისხმობთ ეკონომიკური დესტრუქციის ცუნამის, რომელიც ათობის მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს წარმოებისა და ვაჭრობის შეჩერების ფონზე. ბევრ მსხვილ კომპანიას შეუძლია, რამდენიმე კვირა შემოსავლის გარეშე გაძლოს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მილიონობით მცირე და საშუალო ზომის ფირმაზე."

Wall Street Journal-ის რედაქციაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის მთავრობის ნაბიჯი, გამოყოს ტრილიონიანი მასტიმულირებელი პაკეტი, ეკონომიკას დიდხანს ვერ შეუნარჩუნებს სიჯანსაღეს.

"პირველი ტრილიონის შემდეგ ამ თვეში, კიდევ გვექნება ტრილიონი, აპრილში რომ დავხარჯოთ? და ივნისში?"

წერილის დასასრულს ნათქვამია, რომ აშშ-ის ცოტა ხანში პანდემიასთან ბრძოლის მეტად მდგრადი სტრატეგია დასჭირდება:

"არცერთ საზოგადოებას შეუძლია, ხალხის ჯანმრთელობა დიდხანს დაიცვას ჯამური ეკონომიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ამერიკის რესურსებიც კი არაა შეუზღუდავი სწრაფად გავრცელებად ჭირთან საბრძოლველად და უფრო შეზღუდული გახდება, როცა ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ, ბიზნესები დაიხურება და ამერიკულ კეთილდღეობას სიღარიბე ჩაანაცვლებს. ამერიკას სასწრაფოდ სჭირდება პანდემიის ისეთი სტრატეგია, რომელიც ეკონომიკურად და სოციალურად უფრო მდგრადია, ვიდრე ამჟამინდელი ეროვნული მასშტაბის იზოლაცია."

კომენტარები