კორონავირუსი

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 2 958-ით გაიზარდა

Thomas Kienzle/AFP/Getty Images

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში 2 958-ით გაიზარდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19 13 957 ადამიანს დაუდასტურდა. 

გერმანიაში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა, 11 ბოლო 24 საათვის განმავლობაში. 

რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორის, ლოტარ ვილერის თქმით, გერმანია პანდემიის მხოლოდ დასაწყისშია. მან მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

"თუ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ, ჩემი არ სჯერათ, ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ პანიკაა, მე მათ მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ", - თქვა ვილერმა. 

ვილერის თქმით, გერმანიაში მომდევნო კვირებში "კორონავირუსით მეტი ადამიანი დაინფიცირდება, მეტის გადაყვანა გახდება საჭირო საავადმყოფოში და მეტ მათგანს დასჭირდება სასუნთქი აპარატი." მისივე თქმით, შიშობს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით სასუნთქი აპარატი არ არის. 

მსოფლიოში კორონავირუსით 253 927 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 10 406 პირი. გამოჯანმრთელდა 89 070 ადამიანი.

კომენტარები