ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი: საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას

საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში, საფინანსო სექტორი მომსახურების სრული სპექტრის მიწოდებას გააგრძელებს.

"შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება," - ვკითხულობთ განცხადებაში. - "საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები."

ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, მიმართონ ინტერნეტ გადახდის სერვისებს და აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას მოერიდონ.
 
საფინანსო ინსტიტუტებს ეროვნული ბანკი ურჩებს, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში ფიზიკური კონტაქტი მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის დისტანციის დაცვა.

კომენტარები