"მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ამ გაზაფხულს რამდენიმე შეხვედრა უნდა მქონოდა, თუმცა ყველა გაუქმდა. ეს მე ვარ ჩემი ჩანთით ხელში ერთ-ერთ საკულტო ადგილას, მაგრამ ჩემ გარდა აქ არავინ არის", - წერს ავტორი.DAVID OWENS
"გასული კვირა სიგიჟე იყო, ესპანეთში ყოველ წუთს ახალი ინფორმაცია ისმოდა. პროდუქტების საყიდლად ვიყავი და გავოცდი, როდესაც უმეტესი თაროები ცარიელი იყო. კიდევ კარგი, გასულ კვირას ვიყიდე რაღაცები", - წერს ავტორი ჩიკაგოდან.DANIEL ZALKUS
"ალუბლის ყვავილობა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ტრადიციული სანახაობაა. მას შემდეგ რაც ხეებმა ყვავილობა დაიწყეს, შეკრებები აიკრძალა - ზეიმი იზოლაციაში", - წერს ავტორი ტოკიოდან.ERIC DIOTTE
"ყველაფერს არარეალურობის განცდა დაკრავს. მეგობრებისგან, ოჯახისა და სამყაროსგან იზოლირება მაგრძნობინებს, რომ არსად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლში ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურებ", - წერს ავტორი ბრუკლინიდან.JACKIE FERRENTINO
"ეს სცენა მე არ მინახავს, თუმცა არ იყო რთული ამის წარმოდგენა", - წერს ავტორი კალიფორნიიდან.JON STICH
"პანდემიის გარშემო ძალიან ბევრი შფოთვაა. ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ამ ქაოსში კარგ რაღაცებზე ვკონცენტრირდეთ: მეზობლების დახმარება, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულების", - წერს ავტორი ფლორიდიდან.JEN RENNINGER
"გასულ კვირას მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა, ამიტომ ახლა სრულ იზოლაციაში ვართ პატარა სოფელში ზღვასთან. მუშაობა სახლიდან და 1 წლის ბავშვის მოვლა გამოწვევაა, მაგრამ ჩვენთვის ნორმალურია", - წერს ავტორი სარდინიიდან.CARLO GIAMBARRESI
"ეს მე ვარ, ხატვისა და ახალი დავალაბების ძიების პროცესში, ჩემი ძაღლის, ფრაიდას გვერდით ვზივარ - უბრალოდ ვფიქრობ რა ხდება სამყაროში. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა", - წერს ავტორი ვარშავადან.Aleksandra Sanglewicz
"ეს დღეები სხვას არ გავს - მზარდი პარანოია გადამდებია. ჩემ გარშემო ყველგან შიშია, მაგრამ ვცდილობ ოპტიმისტი ვიყო. მომენატრა კინოთეატრში სიარული", - წერს ავტორი მექსიკიდან.AXEL RANGEL
"მანჰეტენზე სახლში 20 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მე და ჩემი ცოლი საცხოვრებლად ჰუდსონის მდინარესთან გადმოვედით. ეს იმიტომ ვქენით, რომ დამატებითი სივრცე გვინდოდა. თუმცა, ახლა მგონია რომ იქ დავბრუნდი, სადაც ვიყავი", - წერს ავტორი ნიუ-ჯერსიდან.JONATHAN TWINGLEY
"ჩემი სამუშაო ხშირად თითქმის შეუსრულებელია, მხოლოდ ფურცელზე არსებობს. თუმცა, ახლა სიურეალიზმი ჩემს წარმოდგენებში ისეთივე რეალურია, როგორც თვითონ რეალობა. ეს უცნაურია, რადგან ნორმალურ სიტუაციებში ჩემი წარმოდგენები ყოველთვის უსწრებს რეალობას", - წერს ავტორიKLAAS VERPLANCKE
"ეს ამბავი ყველგან არის. ამბავი, რომელიც რამდენიმე თვის წინ არაფრისგან გაჩნდა. ბევრი კითხვა მაქვს. დღეებს ჩემი მშობლიური ქვეყნის - ესპანეთისა და რთული სიტუაციის ყურებაში ვატარებ. დროა ვიყოთ პასუხისმგებლიანები", - წერს ავტორი შვედეთიდან.RICARDO TOMÀS
"ახლა დალასში ვარ და ალკოჰოლიკი მამის დახმარებს ვცდილობ. ის 75 წლის არის და მშვენიერი სამიზნე გამოდგა ვირუსის. ჩვენ მას ვერ ვნახულობთ, თუმცა ეს არის მისი სურათი ჩემს დასთან ერთად", - წერს ავტორი.RACHEL MERRILL
"არასდროს მინახავს ქალაქი ასეთი ცარიელი. ყველაფერი დაკეტილია აფთიაქებისა და სუპერმარკეტების გარდა. როგორც ილუსტრატორი, ისედაც სახლიდან ვმუშაობდი, არაფერი შეცვლილა. თუმცა, იმ დღეს სარბენად გარეთ გავედი და პოლიციამ შემომაბრუნა", - წერს ავტორი ნეაპოლიდან.SARA GIRONI CARNEVALE
"ყველაფერი დაძაბული, სასწრაფო და შემაშინებელია. ერთადერთი რაც შემიძლია ვქნა სახლში დარჩენა, ახალი ამბების ყურება და ოჯახთან და მეგობრებთან დარეკვაა. მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ", - წერს ავტორი ბრუკლინიდან.SIMONE NORONHA
"ყველა ჩაკეტილია, მაგრამ ამან ერთობის განცდა შექმნა. მეზობლები ერთმანეთთან აივნებიდან ჭორაობენ - უსაფრთხო დისტანციიდან. აქამე ეს წარმოუდგენელი იყო. საცხოვრებლის ონლაინ ჯგუფი შევქმენით, თუ ვინმეს რამე დაჭირდება, დავეხმარებით.", - წერს ავტორი ესპანეთიდან.NICOLAS ARNAREZ
"თუ ჩაკეტილები უნდა ვიყოთ, მირჩევნია ჩემს საცოლესთან ერთად ვიყო. სამწუხაროდ ის რომში ცხოვრობს და აკრძალვების გამო მისი ნახვა შეუძლებელია. იმედი მაქვს, აპრილში ისევ ერთად ვიქნებით", - წერს ავტორი იტალიიდან.NAPAL NAPS
"გოლიცერის პარკი პოპულარული ადგილია შეხვედრებისთვის. გაზაფხულში ის ყოველთვის სავსეა. როგორი იქნება პარკი 2-3 თვეში, როდესაც ვირუსი გავრცელდება? ყველაფერი დაკეტილია", - წერს ავტორი ბერლინიდან.LAURA BREILING
"დღის 90% ბავშვების გართობას ეთმობა, სანამ ჩემი ცოლი სამსახურშია. როდესაც ის სახლშია და ბავშვებს ძინავთ, ვცდილობ, მთელი სამუშაო რამდენიმე საათში ჩავატიო. ამიტომ, ძვირფასო კორონავირუსო, თუ ამას კითხულობ, იქნებ შეწყვიტო ცეცხლი?", - წერს ავტორი ჰამბურგიდან.LENNART GABEL
"როგორც წესი, კონი-აილენდი წლის ნებისმიერ დროს ხალხმრავალია, თუმცა ის ახლა სულების ქალაქია. ხანდაზმული ხალხი ხშირად ვარჯიშობს ქუჩებში, თუმცა მადლობა ყველას, რომ ახლა სახლში რჩებიან", - წერს ავტორი კონი-აილენდიდან.MARIA KOFMAN
"იყო თვითდასაქმებული ილუსტრატორი, ისედაც რისკებთანაა დაკავშირებული. ჩემთვის იზოლაცია ახალი არ არის, მაგრამ როდესაც ყველა ასეა, დაკავებული თვე სიცარიელე ხდება და ქირა კვლავ გადასახდელია. მგონია, უკვე 8-ჯერ გამომაგდეს ამ კვირაში" - წერს ავტორი ინგლისიდან.SONNY ROSS
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიას სხვადასხვა ქვეყნის არტისტები ეხმაურებიან.
გამოცემამ Politico მათ თხოვა, შეექმნათ ისეთი ნახატები და ჩანაწერები, რომლებიც კარგად აღწერდა ცხოვრებას კორონავირუსის პირობებში - დაცარიელებული ქალაქები, სახლში იზოლირებული ადამიანები და გადატვირთული სავაჭრო ობიეტები.
დაათვალიერეთ ნახატები და წაიკითხეთ მათი აღწერები: