მაჭავარიანი: ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დღეს, 20 მარტს ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობამ საგადასახადო შეღავათები მხოლოდ იმ დარგებს დაუწესა, ვისზეც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს, შესაბამისად, დანარჩენ სფეროებში კომპანიებს გადასახადების გადახდა ჩვეულ რეჟიმში უწევთ.

"სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად, ავტომატურად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ, ტელევიზია ან ნებისმიერი სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს." - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

მაჭავარიანის თქმით, ტელევიზიები ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ ყოფილან.

"მესმის, ზოგადად, რომ რაც ეს ეპიდემია და შესაბამისად, ეკონომიკური შენელება ვლინდება, უფრო და უფრო შეიძლება, გაუჭირდეთ სხვა დარგების წარმომადგენლებს და სხვა დარგებში მოღვაწე კომპანიებს გადასახადის გადახდა.

ავტომატურად დაედოთ, არც ტელევიზიები ყოფილა გამოყოფილი, არც რამე სხვა ბიზნესი." - თქვა მან.

დღეს, 20 მარტს ინკასოს დადების შესახებ იუწყებოდნენ ტვ პირველსა და მთავარ არხში.

კომენტარები