კორონავირუსი

ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია 705 პირი

ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს 88 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელიც იერუსალიმის საავადმყოფოში პარასკევს, 20 მარტს გარდაიცვალა. 

ექიმების თქმით, კაცს თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა. 

ბოლო მონაცემებით ისრაელში კორონავირუსის 705 შემთხვევა დასტურდება, აქედან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სტაბილურია 18 ადამიანის მდგომარეობა, ხოლო 15 განიკურნა. 

კომენტარები