კათოლიკე ეკლესია

მეუფე ჯუზეპე პაზოტო: ხვალ, 12 საათზე, წირვა Facebook-ზე ტრანსლაციით გადაიცემა

0 კომენტარი
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ფოტო: ტაბულა

კათოლიკე ეკლესია ხვალ, 12 საათზე, წირვას Facebook-ის გვერდზე ტრანსლაციით გადასცემს. ინფორმაციას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ავრცელებს. 

"ხვალ 12.00 საათზე, წმ. წირვა გადაეცემა ტრანსლაციით და ყველა მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს მას ყოველდღიურად, ეკლესიის Facebook-ს ოფიციალურ გვერდზე - The Media of the Catholic Church in Georgia", - წერს მეუფე ჯუზეპე პაზოტო.  

კათოლიკე ეკლესიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 22 მარტიდან, წირვას მღვდლები მარტონი, "მხოლოდ თითო-ოროლა ბერმონაზვნის თანდასწრებით" აღავლენენ. 

მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ გამოცემული დეკრეტი წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები