საგანგებო მდგომარეობა

ცქიტიშვილი: შეკრებაზე შეზღუდვა ეხება ეკლესიებს და სხვა დაწესებულებებსაც

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა 10 კაცზე მეტის შეკრების შესახებ ეკლესიებსაც ეხება.

"ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე. აქაც მინდა, რომ მკაფიოდ განვმარტო - ეს ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებსაც. ათკაციანი შეზღუდვა პირველ რიგში განპირობებულია ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ ადამიანებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, სულ მცირე, 1-2 მეტრის დაშორება", - თქვა ცქიტიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

დღეს, 21 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა რწმენის და აღმსარებლობის უფლების ნაწილია და ის არ არის პრეზიდენტის დეკრეტით შეზღუდული. 

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, კითხვაზე, ეხება თუ არა შეზღუდვა ეკლესიას, პასუხობს, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს".  

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საკვირაო ლოცვა ჩატარდება და მრევლს აუხსნიან, დისტანცია დაიცვან.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

კომენტარები