შსს: პირმა, რომელიც ვანში სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის დავაკავეთ, იზოლატორში თავი მოიკლა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა, რომელიც ვანში ყაჩაღობისთვის დააკავეს, იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გადაყვანისას კი გარდაიცვალა. 

უწყების ცნობით, 1990 წელს დაბადებული შ.ს-მ ვანში სუპერმარკეტ "მაგნიტის" მოლარე ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა. 

"თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები