კორონავირუსი

პაოლო მალდინისა და მის შვილს კორონავირუსი დაუდგინდათ

0 კომენტარი
ფოტო: Sky Sports

საფეხბურთო კლუბ AC MILAN-ის დირექტორს, პაოლო მალდინისა და მისი 18 წლის შვილს, დანიელე მალდინის კორონავირუსი დაუდგინდათ.

ისინი უკვე ორი კვირაა კარანტინში იმყოფებიან და მისი დასრულების შემდეგ თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობენ. 

"AC MILAN ადასტურებს, რომ კლუბის ტექნიკური დირექტორი იმ პირის კონტაქტი აღმოჩნდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და თავად მასაც [მალდინისაც] დაეწყო ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

მას პარასკევს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა. მის ვაჟს, რომელიც მილანის ახალგაზრდული გუნდის ფორვარდია და ცოტა ხნით ადრე მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ვირუსი ასევე დაუდგინდა", - წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.

კლუბის ინფორმაციით, პაოლო და დანიელე მალდინები თავს კარგად გრძნობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები