კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: NYtimes.com

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.

22 მარტის მონაცემებით:

  • ინფიცირებულია 308 473 ადამიანი.
  • გარდაცვლილია 13 069 ადამიანი.
  • გამოჯანმრთელებულია 95 828 ადამიანი.

 

ასევე 22 მარტის მონაცემებით, ყველაზე მეტი კორონავირუსით ინფიცირებული კვლავ ჩინეთში იმყოფება - იქ 81 054 ინფიცირების შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 72 440 და გარდაცვლილია 3 261.

ჩინეთს იტალია მოსდევს, სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ქვეყანას მთლიანობაში 53 578 ინფიცირებული ჰყავს, გამოჯანმრთელებულია 6 072 და გარდაცვლილების რაოდენობა 4 825 ადამიანს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებული კი ერთი ადამიანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები