კორონავირუსი

კითირას მიტროპოლიტი ეკლესიების დახურვასთან დაკავშირებით კანონის დაარღვევისთვის დააკავეს

0 კომენტარი

საბერძნეთის კუნძულ კითირაზე მოღვაწე მიტროპოლიტი სერაფიმე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ეკლესიების დახურვასთან დაკავშირებით კანონი დაარღვია და ესტავრონემოსის ტაძარში რელიგიური რიტუალები ჩაატარა. მეტიც, ღვთისმსახურების დროს ის მრევლს წირვაზე დასწრებისკენ მოუწოდებდა და ზარების რეკვაც დაიწყეს.

ამ გადაწყვეტილებით მიტროპოლიტმა კანონი დაარღვია ყველა ყოველდღიური სერვისის შეჩერების შესახებ, რომელიც ღვთისმსახურებასაც ეხება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აკრძალულია ეკლესიებში შეიკრიბოს დიდი რაოდენობით ხალხი და აღევლინებოდეს წირვა-ლოცვა.

მიტროპოლიტი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც თქვა, რომ მას არქიეპისკოპოს იერემიასგან ენციკლიკა (წერილი) არ მიუღია. საბოლოოდ, გენერალური პროკურორის ბრძანებით, სასულიერო პირი საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაათავისუფლეს.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 530 შემთხვევა დასტურდება. გარდაიცვალა 13 ადამიანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები