კორონავირუსი

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

The National Interest

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 21 მარტს, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, თვითიზოლაციის წესები იმერეთის, სამეგრელოს,  მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გამოვლინდა. 

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. 

კომენტარები